-
ავტორი
- კატეგორიები: იურისტი საპატიო დოქტორი
ზომერმანი პეტერ (Sommermann Karl-Peter, 01. V. 1956 - ბონი) თსუ-სთან აქტიური თანამშრომლობისათვის შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნ. უნ-ტის პრორექტორს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (17.02.2010).
ზ. პ.-მა იურისპრუდენცია და ისტორია ბონსა და ჟენევაში შეისწავლა. მადრიდში ერთწლიანი კვლევითი ვიზიტის შემდეგ ბონის უნ-ტში სადოქტორო თემაზე მუშაობდა. წარმატებით ჩააბარა მეორე სახელმწ. გამოცდა სამართალმცოდნეობის კუთხით (1986). მან წამყვანი რეფერენტის პოზიცია დაიკავა შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნ. უნ-ტში არსებულ საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინ-ტში (1989).
ზ. პ.-მა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ბერლინის ჰუმბოლდტის უნ-ტში (საკითხები: საჯარო სამართალი, სახალხო-ვერ. სამართალი, კონსტიტუციის ისტორია) (1996). ამის შემდეგ იგი სხვადასხვა უნ-ტის (კილი, რეგენსბურგი, ჰალე-ვიტენბერგი) პროფესორი იყო.
ზ. პ. შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნ. უნ-ტის პროფესორი (1998), შპაიერის უნ-ტში არსებული საჯარო მმართველობის ინ-ტის დირექტორია (1999-2001), შემდეგ კი შპაიერის უნ-ტის პრორექტორის თანამდებასაც იკავებს (2004-2007, 2009-2010).
ზ. პ.-ის ძირითად საკვლევ საკითხებს წარმოადგენს: სახელმწ.-ადმ. სამართ. ევროპეიზაცია, შედარებითი სამართალი, სახელმწიფოებრიობა და გლობალიზაცია, ადამიანთა უფლებების დაცვა.
პ. ზომერმანის ძირითად საკვლევ საკითხებს წარმოადგენს: სახელმწ.-ადმ. სამართლის ევროპეიზაცია, შედარებითი სამართალი, სახელმწიფოებრიობა და გლობალიზაცია, ადამიანთა უფლებების დაცვა.